spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიოთარ შამუგია: "ინდუსტრიულ ბაღებში საკმაოდ კარგი მოსავალია და...

ოთარ შამუგია: “ინდუსტრიულ ბაღებში საკმაოდ კარგი მოსავალია და ხარისხიც ნორმალურია”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ფერმერ შალვა ჩხენკელის თხილის ბაღში თხილის კრეფის პროცესს გაეცნო. სოფელ ანაკლიაში, მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად შეხვდა იმ მეთხილე ფერმერებს, რომლებიც ინდუსტრიული თხილის ბაღების მფლობელები არიან:

სამეგრელოს რეგიონში შევხვდით ფერმერებს და ასოციაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და პირველ რიგში, მოვისმინეთ მათგან ინფორმაცია წლევანდელ მოსავალთან, არსებულ გამოწვევებთან და მოსავლის დაბინავების პროცესთან დაკავშირებით. როგორც ფერმერებმა თქვეს, ინდუსტრიულ ბაღებში საკმაოდ კარგი მოსავალია, საშუალოდ ჰექტარზე დაახლოებით ტონა ნახევარი-სამი ტონის ფარგლებში და ხარისხიც ნორმალურია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მთავრობა არაერთ სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. ვიმყოფებოდით ერთ-ერთი მეთხილე ფერმერის თხილის ბაღში, რომელმაც სახელმწიფო პროგრამით 47 ჰა-ზე სარწყავი სისტემა მოაწყო, რამაც ხელი შეუწყო, როგორც მოსავლიანობის ზრდას, ასევე უკეთესი ხარისხის წარმოებას, ადგილობრივების დასაქმებას და ზოგადად, ქვეყანაში შიდა პროდუქტის შექმნას“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

ფერმერი შალვა ჩხენკელი სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და პროგრამებით „დანერგე მომავალი“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“ სარგებლობს. ფერმერმა პროგრამით „დანერგე მომავალი“ თხილის ბაღში სარწყავი სისტემის მოწყობისათვის თანადაფინანსება 104,250 ლარი მიიღო, 5 ჰექტარზე თხილის ბაღის გაშენებისათვის 17,750 ლარი, ჭა/ჭაბურღილის მოწყობის მიზნობრიობით კი თანადაფინანსება 18,800 ლარი.

მინისტრთან ერთად სამეგრელოს რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ოთარ შეროზია იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ყველას გავუხსენი გზა წარმატებისკენ”

ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიის მიმოხილვას ახდენს...

“მაშინ ვბერდებით, როცა ჩვენს ბედნიერებას სხვებს ვანდობთ…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფასი ასლის მოსაზრება-შეფასებები, 5-პუნქტიანი ვარაუდები დაბერებასთან დაკავშირებით: "მაშინ ვბერდებით,...

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...