spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ხელისუფლება საქართველოს დაშლის თანაავტორია მოსკოვთან ერთად" -...

“საქართველოს ხელისუფლება საქართველოს დაშლის თანაავტორია მოსკოვთან ერთად” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, მწვავე და კრიტიკულ პოლიტიკურ შეფასებას ახდენს, გუშინ, ცხინვალში, რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საუბარია, რომ რუსეთის თხოვნით, ინდოეთი და ჩინეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – ცხინვალისა და სოხუმის რეგიონების, დამოუკიდებლობას უახლოეს მომავალში აღიარებს:

,,მოვლენათა განვითარება აჩვენებს, რომ კრემლიდან კვლავ საავდრო ღრუბლები იკრიბება ჩვენს თავზე. მედვედევის განცხადებას – ოკუპირებულ ტერიტორიათა რუსეთზე მიერთების შესახებ, გუშინ, კვალად მოჰყვა ავადსახსენებელი კარასანის განცხადება, გაკეთებული ცხინვალში, რომ ინდოეთი და ჩინეთი, თურმე, რუსეთის თხოვნით, აღიარებს მალე სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას.

ეს ყველაფერი არ გახლავთ სახუმარო. ამ ფონზე დუმს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს დაშლის თანაავტორია მოსკოვთან ერთად, ოღონდ, ამ შემთხვევაში, როლები განაწილებული გახლავთ, ხმამაღლა მოსკოვი საუბრობს, ისინი თავიანთი დუმილით ადასტურებენ იმას, რაც გულში აქვთ და რისი პირობაც მიცემული აქვთ კარგა ხანია რუსეთისათვის.

მე, ,,ლეიბორისტული პარტია”, ქართველი ხალხი მოითხოვს, რაც მთავარია, დაიშალოს კარასინ-აბაშიძის ფორმატი, რომელიც შექმნილია საქართველოს რბილი დაშლისათვის.

მეორე – სანამ კარასინი არ გავა ოფიციალური დელეგაციიდან, შეჩერდეს ჟენევის ფორმატის მუშაობაც, ამასთან ერთად.

ალბათ, საინტერესო იქნება ისიც, რომ კარასინს, აი ამ ავადსახსენებელ დიპლომატს, მილიონებით აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი, მოსკოვში აკრედიტირებული ფარცხალაძის ჯგუფის მეშვეობით. მე იმედი მაქვს, რომ ოკუპანტი ქვეყნის გენერალური პროკურატურა დაინტერესდება თავისი ჩინოვნიკის კორუფციული საქმიანობით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი არის...

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...