ორშაბათი, ივლისი 14, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნებისმიერი ტრიბუნიდან, ნებისმიერი ოპოზიციონერის გამოსვლა შეიძლება შეფასდეს, როგორც...

“ნებისმიერი ტრიბუნიდან, ნებისმიერი ოპოზიციონერის გამოსვლა შეიძლება შეფასდეს, როგორც დემაგოგია!” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ჟურნალისტებთან მწვავე კომენტარს აკეთებს ოპოზიციური სპექტრის სტრატეგიასა და განცხადებებზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით:

,,ოპოზიცია არ არის სკეპტიკურად განწყობილი, იგი მავნებლურადაა განწყობილი. ოპოზიცია არის განწყობილი იმისთვის, რომ როგორმე რევოლუციური გარემო შეიქმნას და ვერანაირ არგუმენტს ვერ ასახელებენ – ნებისმიერი ტრიბუნიდან, ნებისმიერი ოპოზიციონერის გამოსვლა შეიძლება შეფასდეს, როგორც დემაგოგია. ერთი, რომ თუ რაღაცა ირღვევა ევროპისაკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს ხელისუფლება აშავებს.

პოზიტივი, რეალობა, რაც არის – გაცილებით უფრო მძლავრია, ვიდრე ის დემაგოგია, რასაც ,,ნაციონალური მოძრაობა” ან სხვა რადიკალური წარმომადგენლები გვთავაზობენ თავიანთ განცხადებებში.

აქედან გამომდინარე, ნიკა გვარამიამ გაანალიზა სიტუაცია, ეტყობა ინტელექტუალურად სხვას გარკვეულწილად უსწრებს, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე თვლის და შესთავაზა ყველას მოკლე ფორმულა – ,,ყველა, ვინც არ გამოხვალთ, რომელ ფორმატშიც არ უნდა იყოთ, რომელ ტრიბუნასთან – თქვით, რომ საქართველოს უშლის ევროინტეგრაციის გზაზე ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება” და ამის იქით რაიმე არგუმენტები, რაიმე თემებთან დაკავშირებით მსჯელობა, აბსოლუტურად, ზედმეტად მიაჩნია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“რა მწარედ მახსენდება შედარება იმ და ამ ხელისუფლების” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასება-შედარებები, მინიშნებებით: "რა მწარედ მახსენდება შედარება იმ...

“დაუშვებელია პოლიციელზე შეურაცხყოფის მიყენება!” – დიმიტრი სამხარაძე

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი სამხარაძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...