ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიხიხანის ციხეზე ასავლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა სრულდება

ხიხანის ციხეზე ასავლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა სრულდება

ხიხანი ციხემდე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა სრულდება. ერთკილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე უკვე დამონტაჟდა გარემოსთან ადაპტირებული კიბეები მოაჯირებით, მოსასვენებელი ადგილები, საქანელა და ფანჩატური. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურისტული ბილიკის კეთილმოწყობა ხიხანის ციხის დალაშქვრის გამარტივების მიზნით განახორციელა, რაც ციხეზე ასვლას ტურისტებისთვის უსაფრთხოსა და მიმზიდველს გახდის. ტურისტებს ახალი ბილიკით სარგებლობა სექტემბერის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ. ხიხანის ციხის ტურისტული ბილიკი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად დალაშქრა და იქ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ციხე უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე გარშემორტყმული ლანდშაფტით. ციხე განთავსებულია მთის ფერდობზე, ერთ-ერთ ყველაზე რთულ რელიეფზე, სადაც ახალი ბილიკის მოწყობამდე ასვლა მხოლოდ მთის აღმართში გაკვალული ბილიკით იყო შესაძლებელი. დღეისთვის, კი მისი დალაშქვრა უკვე ეკოლოგიური და გარემოსთან ადაპტირებული, უსაფრთხო ტურისტული ბილიკითაა შესაძლებელი.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის...

“გამომყევი აჭარაში” კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...