შაბათი, აპრილი 20, 2024

ადამიანმა თქვა, რომ მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ?! თან დაგვპირდა, რომ ილოცებს – გიორგი გახარია

საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის მიერ თანამდებობიდან წასვლის სურვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია:

“ბატონმა სურგულაძემ, მე როგორც ვიცი, საწყის ეტაპზე, საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ახლა მის პირად გადაწყვეტილებას მე კომენტარს ვერ გავუკეთებ.

სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. მე როგორც ვიცი და მოგეხსენებათ, რომ სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და კიდევ ბევრი სხვა მმართველი. ასევე ძალიან პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე მმართველები. და ადამიანმა თქვა, რომ მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ?! თან დაგვპირდა, რომ ილოცებს”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული