კვირა, ივლისი 13, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"უსამართლობის პიკია, რადგან ელექტრონული არჩევნები, მათ შორის -...

“უსამართლობის პიკია, რადგან ელექტრონული არჩევნები, მათ შორის – პროპორციული არჩევნები, ეს სწორედ ის თემაა, რომელსაც ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვდა” – გიორგი ვოლსკი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიერ, გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებზე, მწვავე შეფასებას აკეთებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი და აქვე აცხადებს, რომ, რუსეთის საფრთხეებიდან გამომდინარე, საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა აქვს არჩეული:

,,ევროპის, დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებისაგან გადახვევას ეს არ ნიშნავს. იმდენად არ ნიშნავს, რამდენადაც სახელმწიფომ თავისი სტრატეგია ჩამოაყალიბა და ოპტიმალური ვარიანტი შეარჩია იმისათვის, რათა გადარჩეს ფიზიკურად და თავისი ხალხი სამშვიდობოს გაიყვანოს.

თუკი რაიმე მოსაზრებები ჩვენ საწინააღმდეგო გაგვაჩნია, თუნდაც, ამერიკის ელჩის მოსაზრებებზე, რომელსაც მიაჩნია, რომ მაგალითად, ელექტრონული არჩევნები შეიძლება გაყალბდეს, ან მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ და რევოლუციურ პროცესში ჩაერთონ. ამას თუ რამით უპასუხებ, ეს ნორმალურია ამერიკელებისთვის”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ამასთან, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ოპოზიციას კონკრეტული ფაქტი შეახსენებს:

,,უსამართლობის პიკია იმიტომ, რომ ელექტრონული არჩევნები, მათ შორის, პროპორციული არჩევნები, ეს სწორედ ის თემაა, რომელსაც ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვდა. დიდი ნაწილი, მაგრამ არა ყველა და არა უმრავლესობა.

მაგრამ, რახან ეს გაკეთდა, ეს ნაბიჯი გადაიდგა – ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ გაყალბების, ამ წინაპირობის, საფუძვლის ან მექანიზმის არარსებობა, გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ოპოზიციას, რომ აღარ ექნებათ დაბრალების საშუალება, თუკი არჩევნები იქნება ელექტრონული”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ მწყობრი კოორდინირებული ტაქტიკა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციის გამოცდილების გაზიარებას...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...