ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებათორნიკე რიჟვაძე - ყველა მასწავლებელი, რომელიც დაგეგმავს და...

თორნიკე რიჟვაძე – ყველა მასწავლებელი, რომელიც დაგეგმავს და დანერგავს ახალ ინოვაციურ პროექტებს საჯარო სკოლებში, ისარგებლებს 500 ლარიანი დანამატით

აჭარის მთვრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ახალი სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერებს და შესაბამის სამსახურებს მიმართა, რომ როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე საორგანიზაციო ნაწილში გატარდეს შესაბამისი სამობილიზაციო სამუშაოები. მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მასწავლებელთა წახალისებისა და სწავლების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ახალი პროგრამების და ინიციატივების დანერგვასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფა 300 ათასი ლარი. პროგრამის მიზანია მასწავლებელთა წახალისება და ეფექტურად სწავლების შედეგების გაზრდა. გაგრძელდება ახალი პროგრამების დანერგვა, ინიციატივების, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების ეფექტიანობის გაზრდას და აამაღლებს პედაგოგთა მოტივაციას.

ასევე, უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული კოლეჯების პროფესორ მასწაველბლების მსგავსად, საჯარო სკოლის პედაგოგები ჩაერთვებიან საერთაშორისო პროექტებში და დაუფინანსდებათ პროექტბში მონაწილეობა.

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასწავლებელთა მხარდაჭერის კუთხით, შეიქმნას ცალკე ფონდი, რომლის საწყისი ოდენობა შეადგენს 300 ათას ლარს. იმედი მაქვს, ეს დაეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტიანობას, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას. ყველა მასწავლებელი, რომელიც დაგეგმავს და დანერგავს ახალ ინოვაციურ პროექტებს საჯარო სკოლებში, ისარგებლებს 500 ლარიანი დანამატით.

ასევე , მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების მასწავლებლების და ლექტორების გარდა, საჯარო სკოლების მასწავლებლებიც ისარგებლებენ და დაუფინანსდებათ სრულად საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს მასწავლებელთა მოტივაციის ზრდას, რაც საბოლოო ჯამში აისახება მომავალი თაობის განათლების ხარისხზე“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში, ყველა მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს სკოლების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე, ახალი სკოლების მშენებლობა. 2023 წლის ბიუჯეტის ფარგლებში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცის 25 მლნ. ლარიდან 33 მლნ. ლარამდე გაიზარდა. წელს განხორციელდება 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...