spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" თუ ისევ ტყუილისა და დესტრუქციის გზას...

“ქართული ოცნება” თუ ისევ ტყუილისა და დესტრუქციის გზას დაადგება, მიიღებს საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას – გიორგი ვაშაძე

გუშინ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების მე-2 რაუნდს ეხმიანება “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე: ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო დათმობა, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ პარლამენტმა დაარეგისტრირა კანონი და მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ კანონპროექტის განხილვას:

ვენს პრინციპულ, შეუპოვარ და რაც მთავარია სიმართლისთვის ბრძოლას აქვს პირველი მნიშვნელოვანი შედეგები – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო უკან დახევა, ეს იყო გუშინდელი მოლაპარაკების მოკლე რეზიუმეც.

დღეს, პარლამენტმა დაარეგისტრირა კანონი და მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ კანონპროექტის განხილვას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ამ ბრძოლაში, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემი ნდობა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში არის ნულოვანი, მეტიც, ნულზე უფრო ქვემოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერანაირად ვერ მოვეშვებით და პირიქით, გაცილებით უფრო ფართო ფრონტით უნდა ვიბრძოლოთ – ეს არის მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი, ეს არის პიკეტირებები პარლამენტის, ეს არის რეგიონებში გაშლა.

რაც მთავარია და მთავარი გაფრთხილება, რასაც ვაძლევ „ქართულ ოცნებას“ – თუ ისევ ტყუილისა და დესტრუქციის გზას დაადგებიან, ისინი ჩვენგან მიიღებენ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას, სრულიად ახალი შინაარსით, ახალი სამოქმედო გეგმით და სრულიად ახლებული მიდგომებით, რომელიც მოიცავს მთელ საქართველოს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნუ თვალთმაქცობენ მღვდლები – პატრიარქის არჩევა უფლის ნება კი არ იქნება, არამედ მათი ნება....

ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით მღვდელმთავრების მიერ გაკეთებულ განმარტებებს კონკრეტული...

“სოხუმის აეროპორტში გაიხსნა ახალი ტერმინალი და დაეშვა სამგზავრო თვითმფრინავი მოსკოვიდან. არც ერთი ამოკნავლება...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი აფხაზეთში დაფიქსირებულ კონკრეტულ ფაქტს...

“ჩვენი პატრიარქის შემდეგ პატრიარქობა, თუ გვერდში არ დაუდგნენ, წარმოიდგინეთ რა ძნელი იქნება…” – მეუფე...

ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, ქადაგებისას პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...