პარასკევი, აპრილი 19, 2024

ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და უწოდებენ პოლიტპატიმრებს, ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად – ირაკლი კობახიძე

თბილისში მყოფი ევროპარლამენტარების სკანდალურ განცხადებას საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის თაობაზე ეხმიანება ხელისუფლება. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამორიცხავს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას და მიაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად:

6 თვის წინ ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ პარლამენტში შეჭრის მცდელობა. თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი რამე რომ მოხდეს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ს კაპიტოლიუმში რომ სცადოს ვიღაცამ შეჭრა ან გერმანულ რაიხსტაგში რა მოყვება ამას.

ამ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, დღეს უწოდებენ პოლიტპატიმრებს. თუ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძალიან ცხადად, ძალიან უხეშად დაირღვა კანონი“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული