სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალილაშა მესხი: ხალხის ძარცვა ბენზომაფიოზების მიერ უნდა დასრულდეს!

ლაშა მესხი: ხალხის ძარცვა ბენზომაფიოზების მიერ უნდა დასრულდეს!

უფლებადამცველი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში ნავთობიმპორტიორების დაჯარიმების საკითხს ეხმაურება:

ბენზომაფიოზები უარს ამბობენ სახელმწიფოს მიერ დაკისრებული მინიმალური ჯარიმის გადახდაზე!

🟥შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ – 450 590 ლარი;
🟥სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ – 693 576 ლარი;
🟥შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ – 1 073 859 ლარი;
🟥შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“- 718 986 ლარი;
🟥შპს „რომპეტროლ საქართველო“ – 987 886 ლარი.

იმის ნაცვლად, რომ ოდესმე პასუხისმგებლობა აიღონ იმ ყველაფერზე რასაც ხალხს უკეთებენ, კიდევ აქეთ არიან დიდ გულზე და გასაჩივრებით იმუქრებიან…

ბენზომაფიოზები წლებია აწარმოებენ ომს ხალხის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში სახელმწიფო არბიტრის როლში კი არ უნდა იყოს, არამედ მკაცრად უნდა დადგეს ხალხის მხარეს!

ოლიგოპოლიური და ხალხის მძარცველი ბიზნესი დასანდობი არაა! დანაშაულის ჩამდენი კომპანიები იმსახურებენ მეტ სანქციას, მეტ კონტროლს და რიგ შემთხვევებში საერთოდ საქმიანობის აკრძალვას!

ხალხის ძარცვა ბენზომაფიოზების მიერ უნდა დასრულდეს!“, – აცხადებს ლაშა მესხი.

ინფორმაციისთვის: საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა და ჯამში, 4 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება...

საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია "საქართველოსთვის"...

“როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება” – კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს...

“ერთი დრო არავის შერჩენია, აუცილებლად დავასრულებთ ამ რეჟიმს…!” – ბესო გაზდელიანი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა, ბესო გაზდელიანმა, რამდენჯერმე დაჯარიმების თანხის გადანაწილებაზე სახელმწიფო...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...