შაბათი, აპრილი 19, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 19-21 აგვისტოს...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 19-21 აგვისტოს პერიოდისთვის

18 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 19 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში.

აგვისტო ლარის კურსის არასტაბილურობითა და ცვალებადობით გამოირჩეოდა, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც დაფიქსირდა. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

15 აგვისტო – 2.6186;
16 აგვისტო – 2.6209;
17 აგვისტო – 2.6226;
18 აგვისტო – 2.6179.

წინა 4 ვაჭრობაზე, მეტ-ნაკლები სტაბილურობის შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0040 ლარით და 1 აშშ დოლარი 19 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6219 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა ბოლო რამდენიმე ვაჭრობა ლარის გამყარებით დასრულდა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

15 აგვისტო – 2.8674;
16 აგვისტო – 2.8665;
17 აგვისტო – 2.8634;
18 აგვისტო – 2.8498.

ევროსთან მიმართებაში ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0011 ლარით და 19 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8487 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი არასტაბილური იყო უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. კერძოდ, დაფიქსირდა კონკრეტული კურსი, შესაბამისი სხვაობით წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3369 ლარი (გამყარდა 0.0014 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.0967 ლარი (გაუფასურდა 0.0001 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7099 (გაუფასურდა 0.0011 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5444 ლარი (გაუფასურდა 0.0045 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.7928 ლარი (გაუფასურდა 0.0217 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9777 ლარი (გამყარდა 0.0023 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.5958 ლარი (გაუფასურდა 0.0012 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1549 ლარი (გაუფასურდა 0.0065 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 6.9076 ლარი (გამყარდა 0.0377 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8024 ლარი (გაუფასურდა 0.0091 ლარით)

აგვისტოს დასაწყისში ლარის კურსის დინამიური გამყარების ტენდენცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაში, რაც ბოლო კვირაში შეიცვალა და ბოლო ვაჭრობამდე ლარი გაუფასურებას განიცდიდა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

15 აგვისტო – 2.5945;
16 აგვისტო – 2.6586;
17 აგვისტო – 2.7071;
18 აგვისტო – 2.8292.

ეროვნული ვალუტის რამდენიმედღიანი გაუფასურება შეჩერდა ბოლო ვაჭრობაზე და იგი გამყარდა, 0.0357 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 19 აგვისტოდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.7935 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...