ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებააჭარის მთავრობის ხელშეწყობით კიდევ 17 სტუდენტი გააგრძელებს სწავლას...

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით კიდევ 17 სტუდენტი გააგრძელებს სწავლას ევროპისა და ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პროგრამა – ,,სწავლა საზღვარგარეთ“ კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა.

პროგრამა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2014 წლიდან ხორციელდება. სწავლა საზღვარგარეთ პროგრამის მიზანია ნიჭიერი კადრების აკადემიური და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. გამარჯვებული სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, ლიეტუვას, ფინეთის, ესპანეთის, ესტონეთის და ჩეხეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორიცაა – კემბრიჯის უნივერსიტეტი, ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტი, გლაზგოს კალედონიის უნივერსიტეტი, დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი,

თორნიკე რიჟვაძემ გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და ხარისხიანი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აჭარის მთავრობის მეთაურის ინიციატივით შეიქმნება კურსდამთავრებულთა კლუბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროგრამის მონაწილე ახალგაზრდების თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.

2023 წელს „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობდა 33 კონკურსანტი, რომელთაგან გამოვლინდა 17 გამარჯვებული. 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი და სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის...

“გამომყევი აჭარაში” კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...