შაბათი, ნოემბერი 8, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ, დღეს, როდესაც პირველად ამ...

“სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ, დღეს, როდესაც პირველად ამ ქვეყანას, ოფიციალურად ჩინეთის კაცი ჰყავს ხელისუფლებაში” – თინა ხიდაშელი

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, ჟურნალისტებთან კომენტარში, იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შეიძლება მოჰყვეს საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას:

,,შეუძლებელია, უბრალოდ ასეთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმე, რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირი, ,,სიეფსისთან“ ყოფილიყო დაკავშირებული და მას არ ჰქონდეს შემდეგ განგრძობითი ანგარიშვალდებულება ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. ესეთი რამე უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. ღარიბაშვილი ოფიციალურად მუშაობდა. ის ამას არ მალავს. მის დეკლარაციებშია ეს შეტანილი.

მაგალითად, ჩეხებს პრეზიდენტის შეცვლა დასჭირდათ იმისთვის, რომ ამ სქემებიდან გამოსულიყვნენ. მხოლოდ არჩევნებში ზემანის დამარცხების შემდეგ გახდა შესაძლებელი ყველა იმ სკანდალისა და სქემების დასრულება, რომელიც თავის დროზე მათ ჩეხეთში ააგეს.

ამიტომ ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ, დღეს, როდესაც პირველად ამ ქვეყანას, ოფიციალურად ჩინეთის კაცი ჰყავს ხელისუფლებაში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსული საოკუპაციო მანქანაც ისევე დაიხევს უკან ჩვენი ქვეყნიდან, როგორც ამ რუსულმა მანქანამ დაიხია გიორგი...

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა საგარეო საქმეთა...

“ადრე არ მჯეროდა, რომ 1937 წელს საქართველოში თავად ქართველები წერდნენ “დანოსებს”… ახლა მჯერა!” –...

ცალკეული ფაქტების გასაჯაროვების შემდეგ, ლალი მოროშკინა, გასულ საუკუნეში ქვეყანაში...

“ოპერაციების მერე რომ სიცოცხლის მეშინოდა, ასე მეგონა, ყოველ მოსვლაზე პალატაში, ახალი სასწაული ენერგია მოჰქონდა...

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, მძიმე დაავადების გამო, მკურნალობის...

“ვინც პრო&ი ბავშვივით იჭიჭყინებს და “მე”-დან “ჩვენ”-ზე არ გადავა, აუთსაიდერი იქნება” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...