პარასკევი, აპრილი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისში ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი დაიწყო

თბილისში ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი დაიწყო

თბილისი 2020 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება. შპს ,,თბილსერვის ჯგუფმა’’ დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში საახალწლო ილუმინაციების და კონსტრუქციების მონტაჟი დაიწყო.

ამჟამად, სამუშაოები რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, ,,თბილსერვის ჯგუფის’’ დირექტორ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის თქმით, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო განათება 25 დეკემბერს იგეგმება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. მონტაჟდება ახალი განათებები და ვფიქრობ, ამ საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟების შემდეგ რუსთაველის გამზირი ძალიან ლამაზად იქნება მოწყობილი. საზოგადოება თვითონ შეაფასებს, როდესაც მონტაჟის სამუშაოები დასრულდება და ქალაქი საახალწლოდ განათდება. ნაძვის ხის ანთებას რაც შეეხება, ვფიქრობთ, 25 დეკემბერს გავხსნათ საზეიმოდ, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი იქნება. ყველა მსურველს ექნება ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა. საახალწლო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო დღეებში მივაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რუსთაველზე მიმდინარე სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, ,,თბილსერვის ჯგუფმა’’ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 8 ნოემბერს დაიწყო და პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, მოზარდის გარდაცვალების გამო” – თბილისის...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს გლდანის რაიონში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან...

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან...