spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეეშვით ადამიანებისთვის იარლიყების მიწებებას და საკუთარი თავისა თუ...

“შეეშვით ადამიანებისთვის იარლიყების მიწებებას და საკუთარი თავისა თუ ახლობლების განდიდებას” – გოჩა მირცხულავა

შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებსა და ურთიერთდაპირისპირებულ შეფასებებს ეხმაურება ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:

მფრინავის შვილს აქვს უფლება თქვას, რომ მისი მამა გმირია. ტაქსის მძღოლის შვილს აქვს უფლება თქვას, რომ მამამისი გმირია, რადგან ისიც ყოველ დღე შეიძლება უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდეს. ამ სიტყვების წარმოთქმის უფლება აქვს მაღაროელის, ექიმის, მეეზოვის, ლილოსა თუ ელიავას ვაჭრობაზე დასაქმებულის შვილს. დურგლის შვილს არა? ან მეტროს მემანქანის? კი, აქვთ. ამისათვის ჯერ მშობელი უნდა გაიაზრო, მერე მისი საქმე და მშობლის ერთგულება ნებისმიერი საქმისადმი.

და ვინ გითხრათ, რომ საბჭოთა მილიციის გენერალი შოთა გორგოძე არ არის გმირი? მე კგბ-სა და შემდგომი პერიოდის სპეცსამსახურების გმირი თანამშრომლებიც ვიცი.
პოლიტიკოსებშიც ვიპოვით არა ერთს.

ევგენი მიქელაძე ან მიხელ ჯავახიშვილი?
ნონო რამიშვილი დაა ილიკო სუხიშვილი?
ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი, დათო ყოფიანი – არა?
დათო აბესაძე არ არის გმირი?
მერაბ მამარდაშვილი?
სერგო ზაქარიაძე?
ოთარ სეფიაშვილი და გოგი გვახარია – ადამიანებმა, რომლებმაც ჩვენს აზროვნებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს?
გოგი ცაბაძე, ჯანსუღ კახიძე – ვინ არიან, მხოლოდ კომპოზიტორები?

ჰო, მხოლოდ მუსიკოსია ნიკოლოზ რაჭველი და მხოლოდ, როგორც ბევრს მიაჩნია, ხელის ქნევაა მისი მოვალეობა?

ჩვენ პირველ რიგში მოქალაქეები ვართ და არჩეული პროფესიისა და საქმისადმი ჩვენი დამოკიდებულება, რაოდენ უნდა გაგიკვირდეთ, სწორედ რომ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიციით – შინაგანი პასუხისმგებლობითა და ვალდებულებების ხარისხით განისაზღვრება.

ოთარ ჭილაძე მხოლოდ იმიტომ არ იყო დიდი მწერალი, რომ კარგად წერდა და საინტერესოდ, ის კარგი მოქალაქე გახლდათ. თუ ეპოქის ჭრილში განვიხილავთ მის შემოქმედებას ისიც გმირია.
ამიტომ ნურასოდეს დაატოლებთ თქვენს გმირ მამებს სხვებსა თუ სხვების მამებს. თქვენი გმირი მამების პრივილეგია მათი პროფესიული თავდადება კი არაა მხოლოდ, არამედ მათი მოქალაქეობრივი პოზიცია და თქვენ ხართ – შვილები.

შეეშვით ადამიანებისთვის იარლიყების მიწებებას და საკუთარი თავისა თუ ახლობლების განდიდებას.

სამშობლოს სიყვარული, მოქალაქეობრივი პოზიცია და სახელმწიფოებრივი განცდა არ გახლავთ ხელისუფლებისა და მისი ადვოკატების, მხარდამჭერების პრივილეგია და მერწმუნეთ, ვერ გაზომავთ ვერასოდეს ვის მეტი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე მე თუ კონკრეტულად თქვენ, ვინც ახლა ამას კითხულობთ. ნიკოლოზ რაჭველს რომ უფრო მეტი დამსახურება აქვს ვიდრე შალვა პაპუაშვილს ამას საზომი არ სჭირდება ნამდვილად, რადგან პაპუაშვილი იმდენად მსუბუქია, რომ სამშობლოს სასწორის პინაზე მისი წონა არ ფიქსირდება. რაჭველს და ნებისმიერ ჩვენგანს გადაგვწონის ერთი თბილისელი, ქუთაისელი, ზუგდიდელი, ბათუმელი მეეზოვე. რატომ? გმირია და იმიტომ! უბრალოდ პაპუაშვილს გაუმართლა და ქუჩის ნაცვლად კანონებს გვის, ამიტომ არც სახელმწიფო ესმის რა არის, არც გმირი და არც მოქალაქე“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გოჩა მირცხულავა.

ინფორმაციისთვის: რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზ რაჭველის მიეს სოციალურ ქსელში მწვავე ემოციური პოზიცია გამოქვეყნდა – “მე ვერასდროს ვერავის ვერ ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…”, რასაც გუდაურში შარშან მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მფრინავის, ზაზა ლორიას შვილი, ანა ლორია, ასევე, მწვავე შეფასებებით გამოეხმაურა და მიუღებლად ჩათვალა გამოთქმული პრეტენზიები – “დღეს ნიკოლოზ რაჭველი “ვერ პატიობს” სიცოცხლეს. დღეს ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში. მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის ბატონო მაესტრო!“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

კახა კალაძე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურად დაუცველ პენსიონერ ცისანა ბოლქვაძეს...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...