spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი, თუ არ გესმის რა არის სახელმწიფოებრიობა და...

“ირაკლი, თუ არ გესმის რა არის სახელმწიფოებრიობა და ღირსება, გაჩუმდი მაინც და ამ სისულელის ლაპარაკს შეეშვი” – გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

ირაკლი, თუ არ გესმის რა არის სახელმწიფოებრიობა და ღირსება გაჩუმდი მაინც და ამ სისულელის ლაპარაკს შეეშვი“- ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები არის სამარცხვინო და ომში დაღუპული ქართველი გმირების პირდაპირი შეურაცხყოფა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ზუსტად იმეორებს რუსულ ნარატივს. საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე გამართლებულია, ხოლო რუსეთი კი ომის დაწყებაშია დადანაშაულებული:

მინდა გამოვეხმაურო ირაკლი ღარიბაშვილის ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რომლებიც მან დღეს გააკეთა. ირაკლი, თუ არ გესმის რა არის სახელმწიფოებრიობა და ღირსება, გაჩუმდი მაინც და ამ სისულელის ლაპარაკს შეეშვი.

პირველი – შენი დღევანდელი განცხადება არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ გმირების, რომლებმაც სიცოცხლე დადეს საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და იმ სამხედროების, რომლებიც იბრძოდნენ და დღესაც მზად არიან დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები.

მეორე – შენი ნარატივი ერთი-ერთში არის სწორედ ის, რასაც ამტკიცებს რუსეთი, რაშიც ცამდე გამართლდა საქართველო მთელ საერთაშორისო ასპარეზზე.

მესამე – შენი მშვიდობა არის რუსული, მონური მშვიდობა, ხოლო ჩვენი მშვიდობა არის „ნატო“-სა და ევროკავშირით გარანტირებული მშვიდობა. შენი მშვიდობა არის მშვიდობა, რომელიც რუსეთმა მონობაში დაამყარა, მაგალითად ჩეჩნეთში, ხოლო ჩვენი მშვიდობა არის ღირსებაზე, ერთიანობასა და ძლიერი საქართველოს იდეაზე დაფუძნებული მშვიდობა „ნატო“-სთან და ევროკავშირთან ერთად.

ერთადერთი, რასაც თქვენ მიაღწიეთ, ამ წლების მანძილზე, არის ის, რომ პუტინსა და მედვედევს ჰააგის სასამართლოში აარიდეთ პასუხისმგებლობა. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ქართველი სამხედროები პასუხისგებაში მიეცა ჰააგის სასამართლოს. მაგრამ იმიტომ, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ცამდე გამართლდნენ ჩვენი სამხედროები, ქართული მხარე და რუსეთი არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში.

და ბოლოს, საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი სახელმწიფო „ნატოსთან“ და ევროკავშირთან ერთად, აი, თქვენ კი, საქართველოს მტრებს, რუსული ნარატივებისა და ინტერესების გამტარებლებს, აუცილებლად მოგიჩენთ ადგილს ქართველი ხალხი. ასე, რომ წინ დიდი გამარჯვებისკენ!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“ვიღაც “შესტიორკა” კობახიძე აქედან ასწავლის უკრაინის გმირ პრეზიდენტს, რომ თურმე მე უკრაინას “ბევრი დავუშავე”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

“მანამდე გაუშვებენ 3-დღიან თუ 10-დღიან პატიმრობაში, ვიდრე კანონის პატივისცემას არ ისწავლიან” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე დაპატიმრებებს კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: "ტროტუარზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...