spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი" - ირაკლი...

“ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი” – ირაკლი ღარიბაშვილი “აგვისტოს ომზე”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს 2008 წლის აგვისტოს ომზე და აცხადებს, რომ დღეს, სწორი და პრაგმატული პოლიტიკით უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება, რადგან მშვიდობაზე ძვირფასი არაფერია:

,,რატომ ვერ მოხდა, თავის დროზე, სათანადო პრევენცია ამ ომის?! რატომ ვერ გაკეთდა რისკების შეფასება?! – ამას მარტივად პატარა ბავშვი გათვლიდა, იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომელიც მოჰყვებოდა, ასე ვთქვათ, ამ პროვოკაციებს, რომელიც ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა.

ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი. ვიცი რა ეს ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები.

მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი. გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, ვნახეთ გაქცეული, თვითმფრინავის ხმის გამო, წაქცეული, მიწაზე გართხმული. ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა, რომ იტყვიან და ნახა მთელმა საზოგადოებამ.

თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე, ეს არის სააკაშვილი. 9 აგვისტოს – მაშინ, როცა იბომბებოდა ჩვენი ქალაქები და ჩვენი გმირები ბრძოლის ველზე გმირულად იხოცებოდნენ, გახსოვთ, მაშინდელი უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანაწერი არსებობის ამის თაობაზე, თუ როგორ იქცეოდნენ ეს ადამიანები. საერთოდ, მათ არ ადარდებდათ, არ ანაღვლებდათ.

შეგიძლიათ, ასევე, გაეცნოთ იმდროინდელი პრეზიდენტის ბრძანებას, სადაც პირდაპირ უწერია – ,,8 აგვისტო”. 2012 წლამდე 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს.

მეგობრებო, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...