შაბათი, აპრილი 20, 2024

ჭალის მუხა – სინათლის სახეობა

🌳ჭალის მუხა-querqus longipes stev

პირველი სიდიდის 30 მ-მდე სიმაღლის ხეა. გაშლილი ვარჯით. ტყეში გაზრდილ მუხას ლამაზი ცილინდრული ფორმის ღერო ახასითებს. ჭალის მუხის ფოთლები ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვედა მხარეს კი მკრთალია.

✔️გავრცელებულია ჭალებსა და დაბლობებში. სუფთა კორომებს იშვიათად ქმნის. შერეულია თელასთან, ხვალოსთან,ოფთან, დიად ბოყვთან, რცხილასთან და სხვა სახეობებთან.
მისი ტყეები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში მდინარე მტკვრის, არაგვის, ივრის, ალაზნის გასწვრივ ჭალებში.

✔️ნაყოფი გრძელყუნწა აქვს. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყარით. ჭალის მუხა სინათლის სახეობაა, ქსეროფიტულ მუხებში უფრო მეტ ტენიანობას, ღრმა ნიადაგს მოითხოვს. სითბოს მომთხოვნია. მისი გაშენება შუა და ზედა სარტყელებში არ შეიძლება.

✔️ველური ბუნების სააგენტოში გამოყვანილი 100 სმ 10 ლარი.
📍გომბორის გზატკეცილი მე6 კმ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული