შაბათი, მაისი 18, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 აგვისტოს პერიოდისთვის

4 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 5 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში.

ივლისის შუა რიცხვებიდან ლარის არასტაბილურობა დაფიქსირდა და იყო გაუფასურების ტენდენციაც, საგრძნობიც კი, თუმცა ბოლო კვირაში სახეზე გვაქვს სტაბილურობა და დინამიური გამყარების ნიშნებიც, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც დაფიქსირდა. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

1 აგვისტო – 2.6322;
2 აგვისტო – 2.6215;
3 აგვისტო – 2.6185;
4 აგვისტო – 2.6150.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0033 ლარით და 1 აშშ დოლარი 5 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6117 ლარი.

ბოლო კვირაში ეროვნული ვალუტა დასტაბილურდა ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

1 აგვისტო – 2.9054;
2 აგვისტო – 2.8768;
3 აგვისტო – 2.8749;
4 აგვისტო – 2.8585.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, თუმცა უმნიშვნელოდ 0.0005 ლარით და 5 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8590 ლარი.

საყურადღებოა, რომ უცხოური ვალუტების უმრავლესობასთან მიმართებაში ბოლო ვაჭრობაზე ლარის გამყარება დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობით წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3171 ლარი (გაუფასურდა 0.0070 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.0968 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7072 (გამყარდა 0.0009 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5363 ლარი (გამყარდა 0.0019 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.7617 ლარი (გამყარდა 0.0085 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9763 ლარი (გამყარდა 0.0075 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6356 ლარი (გამყარდა 0.0095 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1527 ლარი (გამყარდა 0.0080 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.0841 ლარი (გამყარდა 0.0254 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8294 ლარი (გაუფასურდა 0.0005 ლარით)

ივლისის ბოლო დღეებსა და აგვისტოს დასაწყისში ლარის კურსის დინამიური გამყარების ტენდენცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 აგვისტო – 2.8755;
2 აგვისტო – 2.8575;
3 აგვისტო – 2.8017;
4 აგვისტო – 2.7888.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0308 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 5 აგვისტოდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.7580 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული