პარასკევი, მაისი 17, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 29-31 ივლისის პერიოდისთვის

28 ივლისის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 29 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში.

ივლისის დასაწყისიდან ლარის მეტ-ნაკლები სტაბილურობა დაფიქსირდა და იყო გამყარების ტენდენციაც, თუმცა ბოლო კვირაში სახეზე გვაქვს არასტაბილურობა და გაუფასურების ნიშნებიც, საგრძნობიც კი, რაც აშშ დოლართან მიმართებაში გამოჩნდა. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

25 ივლისი – 2.6003;
26 ივლისი – 2.6029;
27 ივლისი – 2.6247;
28 ივლისი – 2.6491.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0058 ლარით და 1 აშშ დოლარი 29 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6433 ლარი.

ივლისის შუა პერიოდში ეროვნული ვალუტა დასტაბილურდა ევროსთან მიმართებაში, თუმცა ბოლო კვირაში მოხდა მკვეთრი გაუფასურება. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

25 ივლისი – 2.8837;
26 ივლისი – 2.8752;
27 ივლისი – 2.9082;
28 ივლისი – 2.9516.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უკვე საგრძნობლად გამყარდა, 0.0456 ლარით და 29 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9060 ლარი.

საყურადღებოა, რომ უცხოური ვალუტების აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში ბოლო ვაჭრობაზე ლარის გამყარება, რიგ შემთხვევაში საგრძნობიც კი, დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობით წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3958 ლარი (გამყარდა 0.0390 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.0981 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7157 (გამყარდა 0.0016 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5575 ლარი (გამყარდა 0.0035 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.8462 ლარი (გამყარდა 0.0011 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0393 ლარი (გამყარდა 0.0562 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6932 ლარი (გამყარდა 0.0139 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.2135 ლარი (გამყარდა 0.0195 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.1344 ლარი (გამყარდა 0.0199 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8985 ლარი (გაუფასურდა 0.0086 ლარით)

ივლისის შუა პერიოდში ლარის კურსის გამყარება-სტაბილურობის ტენდენცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაში, რასაც გაუფასურება მოჰყვა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

25 ივლისი – 2.8764;
26 ივლისი – 2.8890;
27 ივლისი – 2.9174;
28 ივლისი – 2.9456.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0365 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 29 ივლისიდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9091 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული