ორშაბათი, ივლისი 14, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კობახიძე: "რაც ვიხილეთ, ეს არის უბრალოდ ქაჯობა"

ირაკლი კობახიძე: “რაც ვიხილეთ, ეს არის უბრალოდ ქაჯობა”

გუშინ, ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების შემოსვლას, მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, იმავე საღამოს, ტელეკომპანია ,,იმედის” გადაცემაში ,,იმედი live” მწვავე და კრიტიკული შეფასებები გააკეთა პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი განმარტებით, საქართველოს სჭირდება პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკა, რათა ქვეყანა არ დაზარალდეს:

,,დღეს, რაც ვიხილეთ, ეს არის უბრალოდ ქაჯობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს. ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი თუ შედარებით გვიანდელი პერიოდი, 2004-2012 წლები, მათ შორის, 2008 წელი.

ჩვენ ხშირად ვიხსენებთ ხოლმე იმას, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ერთადერათი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ყველა წინა ომი, რა თქმა უნდა, აგრესორი იყო რუსეთი თავის დროზე, იგივე 90-იან წლებში, 2008 წელს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს მათ შორის, იყო ხოლმე იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან, ფორმალურად როგორც არის, ხორციელდებოდა.

იგივე ადამიანები ცდილობენ, რომ დღეს ეს ქაჯობა ოპოზიციის რიგებიდან დააბრუნონ საქართველოში და ამით საქართველოს პრობლემები შეუქმნან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ. ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, არამედ გვჭირდება პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან – კომპრომისი ერთმანეთთან”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მმართველი გუნდის მიმართ საერთო...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...