კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"გამარჯვების პლატფორმას” მხარს ვუჭერ, ხოლო გიორგი ვაშაძე ძალიან...

“გამარჯვების პლატფორმას” მხარს ვუჭერ, ხოლო გიორგი ვაშაძე ძალიან ჭკვიანი, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია, წარმატებული პოლიტიკოსი იყო წინა ხელისუფლების პირობებში – ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში საუბრობს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებასთან დაკავშირებით – ,,გამარჯვების პლატფორმის“ შექმნაზე:

,,მე დადებითად ვარ განწყობილი და ,,გამარჯვების პლატფორმას“, ასე ვთქვათ, ინიციატივას, მხარს ვუჭერ. ფაქტია, რომ ერთი მხრივ, ,,ნაც. მოძრაობა“ გახლავთ მთავარი ოპოზიციური პარტია, მიუხედავად იმ დაპირისპირებებისა, რასაც ,,ნაც. მოძრაობაში“ ადგილი ჰქონდა, საერთო ჯამში, მაინც რჩება მთავარ ოპოზიციურ პარტიად, რასაც მოწმობს თუნდაც, სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებიც ტარდება საქართველოში, მათ შორის, NDI-ის და IRI-ის მიერ.

რაც შეეხება ,,სტრატეგია აღმაშენებელს“, უშუალოდ ბატონ გიორგი ვაშაძეს – გიორგი ვაშაძე ძალიან ჭკვიანი, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია. წარმატებული პოლიტიკოსი იყო წინა ხელისუფლების პირობებში. იმიტომ, რომ მისი ინიციატივა იყო, მაგალითად, იუსტიციის სახლების გახსნა. დღეს, იუსტიციის სახლები ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლოა. ამიტომაც, მე მგონი, კარგი გაერთიანებაა.

საერთო ჯამში, უფრო მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან. არ ვიძახი, რომ აუცილებლად გაერთიანებაა საჭირო, მაგრამ საჭიროა ურთიერთკოორდინაცია სხვადასხვა პროდასავლური პარტიის.

საყურადღებოა ასევე, რომ გიორგი ვაშაძე გახლდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის, რამდენიმე სენატორი მას შეხვდა. მე ვიტყოდი, რომ ახლა ეს არ ხდება შემთხვევით. ყოველ შემთხვევაში, შეხვედრები გაიმართა.

აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ძლიერი გაერთიანებაა, მაგრამ ასევე საჭიროა, როგორც ,,ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე, ,,სტრატეგია აღმაშენებელში“, ასე ვთქვათ – ახალი სისხლი, სახეები. 2024 წლამდე არის დრო, შეიძლება არც ისე ბევრი, მაგრამ დრო არის. გაერთიანება მომზადებულად უნდა შეხვდეს საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კომისიის სახედ შეარჩიეს ზიზღის ჯგუფის ლიდერი ქალბატონი, რომელიც სძულს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ დარჩენილი ქოცების...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს "ქართული...

“დილით ანაკლიაში ბანაობდა და საღამოს მწვანე შარვლით მთაში დასრიალებდა‼️ გიჟი იყო, აბა არ იყო?!”...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის,...

“იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ვარაუდს გამოთქვამს შესაძლო მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...