სამშაბათი, ივლისი 8, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოათორნიკე რიჟვაძე თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და...

თორნიკე რიჟვაძე თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და საერთაშორისო ფესტივალ “ჩვენებურების” საზეიმო გახსნაში მიიღო მონაწილეობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა თურქეთის კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციაში დიასპორულ ორგანიზაციებთან და თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან.

თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო ფესტივალ ,,ჩვენებურების“ საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. აჭარის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფესტივალის და ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას, რაც არსებითია როგორც ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის, ისე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.

კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციის ორგანიზებით საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „ჩვენებურები“ არაერთი წელია იმართება. წელს ფესტივალი განსაკუთრებული მასშტაბურობით, ბურსას რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში იმართება. ფესტივალში მონაწილეობა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „არსიანმა“ და თურქეთში მოღვაწე ანსამბლ „ჩვენებურებმა“ მიიღეს.

ფესტივალის მიზანი თურქეთში მოქმედი ქართული დიასპორების შემოქმედების წარმოჩენა და ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციაა.

ფესტივალს ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თურქეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...