კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 22-24 ივლისის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 22-24 ივლისის პერიოდისთვის

21 ივლისის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 22 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში.

რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის მეტ-ნაკლები სტაბილურობა დაფიქსირდა და იყო გამყარების ტენდენციაც, თუმცა ბოლო კვირაში სახეზე გვაქვს არასტაბილურობა, რაც აშშ დოლართან მიმართებაში გამოჩნდა. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

18 ივლისი – 2.5731;
19 ივლისი – 2.5702;
20 ივლისი – 2.5692;
21 ივლისი – 2.5693.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0078 ლარით და 1 აშშ დოლარი 22 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.5771 ლარი.

ივლისის დასაწყისში ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო ევროსთან მიმართებაში, შემდეგ მკვეთრი გაუფასურება მოხდა, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში სახეზეა ისევ გამყარების ნიშნები. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

18 ივლისი – 2.8909;
19 ივლისი – 2.8935;
20 ივლისი – 2.8819;
21 ივლისი – 2.8804.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0131 ლარით და 22 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8673 ლარი.

დანარჩენ ვალუტებთან მიმართებაშიც არასტაბილურობა დაფიქსირდა, კერძოდ, რიგ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გამყარების ტენდენცია გაუფასურებით შეიცვალა, ბოლო ვაჭრობაზე ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3111 ლარი (გამყარდა 0.0046 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.0957 ლარი (გაუფასურდა 0.0003 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.6978 (გაუფასურდა 0.0021 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5159 ლარი (გაუფასურდა 0.0045 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.6742 ლარი (გაუფასურდა 0.0202 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9745 ლარი (გამყარდა 0.0193 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.5894 ლარი (გაუფასურდა 0.0040 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1444 ლარი (გაუფასურდა 0.0109 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.1230 ლარი (გამყარდა 0.0468 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8172 ლარი (გამყარდა 0.0253 ლარით)

ივნისიდან ლარის კურსის გამყარება-სტაბილურობის ტენდენცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაში, გარკვეული რყევებით, თუმცა გამოიკვეთა არასტაბილურობა. კერძოდ წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

18 ივლისი – 2.8489;
19 ივლისი – 2.8360;
20 ივლისი – 2.8211;
21 ივლისი – 2.8380.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0246 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 22 ივლისიდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.8626 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...