ორშაბათი, ივნისი 30, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე - აჭარაში უკვე განხორციელდა 1 მილიონ...

თორნიკე რიჟვაძე – აჭარაში უკვე განხორციელდა 1 მილიონ 200 ათასზე მეტი ვიზიტი, რაც სასიხარულოა და სრულიად შეესაბამება ჩვენს გეგმებსა და მოლოდინებს

აჭარაში წარმატებული ზაფხულის ტურისტული სეზონი გრძელდება. რეგიონში უკვე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1 მილიონ 200 ათასს აღემატება. ამის შესახებ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით ტურისტების მსგავსი მასშტაბური რაოდენობა სრულად შეესაბამება სეზონის დასაწყისში არსებულ გეგმებსა და მოლოდინებს:

,,მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა სამიზნე ქვეყნიდან გაზრდილია ტურისტული ნაკადები. საერთო ძალისხმევა, რომელიც აქამდე გავწიეთ და შრომა რომელსაც ახლაც ვაგრძელებთ აისახება კონკრეტულ შედეგებზე.

მიმდინარე წარმატებული ტურისტული სეზონის ფონზე იზრდება რეგიონის ეკონომიკა. ასევე, მიმდინარე თვის შემოსულობები გასული თვის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით გაზრდილია 30 % -ით, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას მეტი პროექტი განვახორციელოთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ რეგიონის მოსახლეობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ყველა მიმდინარე პროექტს, რომელიც ახალ ტურისტული ლოკაციებს შექმნის რეგიონში. კიდევ უფრო მეტი მიმოსვლა, საჰაერო რეისები დაემატება რეგიონს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს“, – აღნიშნავს აჭარის მთავრობის მეთაური.

აჭარაში სრულად აღდგა ტურიზმის დინამიკა. მზარდია ვიზიტორთა ნაკადები და სტატისტიკა როგორც 2022 წელთან, ასევე 2019 წელთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები +88 % – ით არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. გაზრდილია ვიზიტების რაოდენობა სამიზნე ქვეყნებიდან : გერმანია +12.3%, ისრაელი 25%, ლატვია +241.4%, ლიეტუვა +136%, ყაზახეთი +98.7%, ბრიტანეთი +41.2%, საუდის არაბეთი +31%, თურქეთი +51.1%.

მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში. აქტიურად ჩაეშვა და მიმდინარეობს ონლაინ მარკეტინგული კამპანიები 10 ქვეყანაში. გრძელდება რეისების განახლება და დამატება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 31 ივლისს განახლდება კვირაში 2 სიხშირით ფრენები ლიეტუვიდან. გაიზარდა შიდა ფრენების რაოდენობაც, რაც გაამარტივებს ბათუმთან წვდომას როგორ შიდა ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის და რაც მთავარია კერძო სექტორს, მისცემს საშუალებას მათი სერვისები და ტურისტული პროდუქტები მოარგონ რეისებს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება...

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...