spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ახალი პლატფორმის...

“სტრატეგია აღმაშენებელი” და “ნაციონალური მოძრაობა” იქნება ახალი პლატფორმის ბაზისი – სერგო ჩიხლაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლისა“ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეები დღეს, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ახალი პლატფორმის პრეზენტაციას წარადგენენ. თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძემ:

,,სტრატეგია აღმაშენებელი“ და ,,ნაციონალური მოძრაობა“ – ეს ორი პარტია იქნება ამ ახალი პლატფორმის ბაზისი. ადამიანები, ცალკეული ინდივიდუალური პირები და ა.შ. ეს მომავალი თვეების განმავლობაში გამოჩნდება, ვინ შემოუერთდება ამ ერთობას. დღეს, იქნება ოფიციალური განაცხადი. პირველი, საწყისი განაცხადი, რომელსაც პარტიების თავმჯდომარეები გააკეთებენ.

სხვა პარტიებთან ამ თემაზე კონსულტაციები აღარ გვაქვს. კონსულტაციები დასრულებულია და თუ რომელიმე პროდასავლური პარტია მოიფიქრებს, სურვილი ექნება ამ დიდი პლატფორმის წევრი გახდეს, რა თქმა უნდა, ყველა პროდასავლური ადამიანისა თუ პარტიისთვის ეს ღიაა.

სულ 5-6 პარტიაა პროდასავლურ ფრონტზე და ყველამ თავისი პოზიცია უკვე განაცხადა. ამიტომ კალთების დახევას არცერთზე არ ვაპირებთ.

გახარიასთან არც გვქონია ამ თემაზე კონსულტაცია. ,,ლელომ“ უარი განაცხადა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისინი [,,დროა“, ,,გირჩი – მეტი თავისუფლება“] არ იქნებიან. ჩვენ მათთან ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა და გვაქვს. ასევე, დეტალურად არიან ინფორმირებული ჩვენს გეგმებზე. შესაბამისად, ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში გაცხადებული აქვთ, რომ არ უერთდებიან ამ ერთობას“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

ლალი მოროშკინა: “აშკარად პოზიტიურად იმოქმედა აქაურ ბაბლზე ახალმა სამმართველომ”

შსს-ში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის პოზიტიურ როლზე...

“ჩემი თხოვნა იქნება, რომ შეეშვათ სიცრუის გავრცელებას. იყო კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი, დანარჩენს კი გამოძიება...

„დაახლოებით ვიცი რაც მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეფასების...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...