ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე - აჭარის 2023 წლის ბიუჯეტი პირველად...

თორნიკე რიჟვაძე – აჭარის 2023 წლის ბიუჯეტი პირველად გადააჭარბებს 600 მლნ. ლარს, პრაქტიკულად გავაორმაგეთ რესპუბლიკის ბიუჯეტი, რაც მოგვცემს კიდევ უფრო მეტი პროგრამის განხორციელების საშულებას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კორექტირებული 2023 წლის ბიუჯეტი პირველად გადააჭარბებს 600 მლნ. ლარს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება.

მთავრობის მეთაურის განცხადებით ბიუჯეტის ზრდა იმ ეკონომიკური დადებითი ტენდენციების, ტურიზმისა და ბიზნესის ნდობის და აქტივობის დამსახურებაა, რომელიც არის როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში. წინა წლებთან შედარებით უკვე 2025 წლისთვის რეგიონის რესპუბლიკური ნაერთი ბიუჯეტი არანაკლებ მილიარდი ლარი იქნება.

2023 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, ცვლილებების შემდეგ, იზრდება და 600 549 400 ლარს შეადგენს.

მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარვადგენთ კორექტირებულ 2023 წლის ბიუჯეტს და ის პირველად გადააჭარბებს 600 მლნ. ლარს. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულად გავაორმაგეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, რაც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა განვახორციელოთ, კიდევ უფრო მეტი სკოლა ავაშენოთ, კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას დავუფინანსოთ სწავლა, კიდევ უფრო მეტი გზა დავაგოთ და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ რეგიონის განვითარებაზე და რეგიონის თითოეულ მაცხოვრებელზე, მათ კეთილდღეობაზე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.

აჭარის 2023 წლის ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში 32 მლნ ლარზე მეტით იზრდება მუნიციპალიტეტზე გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა და შეადგენს 150 მლნ ლარს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მუნიციპალური არჩევნების მიმართ ოპოზიციურ პარტიებს შეიძლება ჰქონდეს სამი მიდგომა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“პოლიტიკურ სარკეში კარგად ჩახედვა ბევრს მათდა სამწუხაროდ დისკომფორტს უქმნის” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური ლიდერების გავლენაზე  საუბრობს და კონკრეტული...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...