კვირა, ივლისი 6, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 25 ივლისიდან დაიწყება -...

თბილისის ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 25 ივლისიდან დაიწყება – კახა კალაძის და თბილისის მერიის განმარტებები

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგისტრაციის წესში განხორციელებულმა ცვლილებებმა პროცესის ეფექტიანად წარმართვა უზრუნველყო.

წელს პირველად დაინერგა სამეტაპიანი რეგისტრაცია, რაც გულისხმობს პირველ ეტაპზე მიზნობრივი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების რეგისტრაციას. აღნიშნული ეტაპი 10 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა, დარეგისტრირდა 2 621 აღსაზრდელი და მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 17 ივლისს დაიწყო რეგისტრაციის მეორე ეტაპი, რომელშიც მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები მონაწილეობენ.

თბილისის მერის ინფორმაციით, აღნიშნული ეტაპიც წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე რეგისტრირებულია 5 000-მდე აღსაზრდელი.

კახა კალაძის განცხადებით, 25 ივლისიდან დაიწყება მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნულ ეტაპზე 7 500-მდე თავისუფალ ადგილზე გამოცხადდება რეგისტრაცია, სადაც თბილისის საჯარო ბაღებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ისე ბინადრობის ნებართვის მქონე პატარებს.

უამრავი ახალი ბაღი ავაშენეთ. განხორციელდა ძველი ბაღების დემონტაჟი, ახლის მშენებლობა, მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები. იცით, თუ როგორი სტანდარტია ახალაშენებულ ბაღებში სისუფთავის თვალსაზრისით. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული მოთხოვნა და სტანდარტები მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია. ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რადგან საქმე ეხება ჩვენს შვილებს, პატარებს, მომავალ თაობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...