14 ივლისის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 15 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში.
რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის მეტ-ნაკლები სტაბილურობა დაფიქსირდა, და იყო გამყარების ტენდენციაც, რაც აშშ დოლართან მიმართებაში გაგრძელდა ბოლო კვირაშიც. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
11 ივლისი – 2.5894;
12 ივლისი – 2.5870;
13 ივლისი – 2.5834;
14 ივლისი – 2.5803.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0032 ლარით და 1 აშშ დოლარი 15 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.5771 ლარი.
ივნისის ბოლოდან ეროვნული ვალუტის გამყარება დაიწყო ევროსთან მიმართებაში, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში სახეზეა დინამიური გაუფასურება. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
11 ივლისი – 2.8372;
12 ივლისი – 2.8478;
13 ივლისი – 2.8409;
14 ივლისი – 2.8806.
ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0104 ლარით და 15 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8910 ლარი.
დანარჩენ ვალუტებთან მიმართებაშიც არასტაბილურობა დაფიქსირდა, კერძოდ, რიგ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გამყარების ტენდენცია გაუფასურებით შეიცვალა, ბოლო ვაჭრობაზე ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3778 ლარი (გაუფასურდა 0.0077 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.0985 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.6978 (გამყარდა 0.0009 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5159 ლარი (გამყარდა 0.0019 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.6664 ლარი (გამყარდა 0.0074 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9994 ლარი (გაუფასურდა 0.0098 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6105 ლარი (გაუფასურდა 0.0085 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1363 ლარი (გამყარდა 0.0077 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.1307 ლარი (გამყარდა 0.0059 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8575 ლარი (გამყარდა 0.0050 ლარით)
ივნისიდან ლარის კურსის გამყარება-სტაბილურობის ტენდენცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაში, ბოლო კვირაში კი კონკრეტულ ნიშნულზე დასტაბილურდა. კერძოდ წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
11 ივლისი – 2.8300;
12 ივლისი – 2.8679;
13 ივლისი – 2.8556;
14 ივლისი – 2.8639.
ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გამყარდა, 0.0044 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 15 ივლისიდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.8595 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი