კვირა, მაისი 5, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 8-10 ივლისის პერიოდისთვის

7 ივლისის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 8 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში.

რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის მეტ-ნაკლები სტაბილურობა დაფიქსირდა, ბოლო 2 კვირაში კი გამოიკვეთა გამყარების ტენდენციაც, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც დაფიქსირდა. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

4 ივლისი – 2.6092;
5 ივლისი – 2.6055;
6 ივლისი – 2.6019;
7 ივლისი – 2.5969.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0039 ლარით და 1 აშშ დოლარი 8 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.5930 ლარი.

ივნისის ბოლოდან ეროვნული ვალუტის გამყარება დაიწყო ევროსთან მიმართებაში, რაც ბოლო კვირაშიც გაგრძელდა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

4 ივლისი – 2.8422;
5 ივლისი – 2.8408;
6 ივლისი – 2.8316;
7 ივლისი – 2.8270.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0022 ლარით და 8 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8248 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო დანარჩენ ვალუტებთან მიმართებაში, გამოიკვეთა ლარის გამყარების ტენდენციაც, ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3100 ლარი (გამყარდა 0.0062 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.0995 ლარი (არ შეცვლილა)
10 უკრაინული გრივნა – 0.7021 (გამყარდა 0.0011 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5253 ლარი (გამყარდა 0.0023 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.7046 ლარი (გამყარდა 0.0083 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8966 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.5838 ლარი (გამყარდა 0.0038 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1338 ლარი (გამყარდა 0.0136 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 6.9777 ლარი (გამყარდა 0.0381 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8119 ლარი (გაუფასურდა 0.0062 ლარით)

ივნისიდან ლარის კურსის გამყარება-სტაბილურობის ტენდენცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაში, რაც, ბოლო კვირაშიც გაგრძელდა. კერძოდ წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

4 ივლისი – 2.9183;
5 ივლისი – 2.9015;
6 ივლისი – 2.8710;
7 ივლისი – 2.8284.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უმნიშვნელოდ გაუფასურდა, 0.0070 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 8 ივლისიდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.8354 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული