კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"როცა ჩადიხარ ასეთი კრიმინალური წარსულის მქონე პარტიის, თუნდაც,...

“როცა ჩადიხარ ასეთი კრიმინალური წარსულის მქონე პარტიის, თუნდაც, ფორმალური თავმჯდომარე, რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ საზოგადოება ვარდებით არ შეგხვდება” – გურამ მაჭარაშვილი

საგარეჯოში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საპარლამენტო ჯგუფის, ,,ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი:

,,საზოგადოების რეაქცია რაც არის, ამას ყველა ხედავს. ძალადობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ყველა მხრიდან ჩვენ ვგმობთ, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს.

ის რეაქციები, რაც არის საზოგადოებაში, როცა ჩადიხარ, რომ იტყვიან – ასეთი კრიმინალური წარსულის მქონე პარტიის, თუნდაც, ფორმალური თავმჯდომარე, რომელსაც აღებული აქვს თავის თავზე უამრავი დანაშაული, ამავდროულად, ბოდიში არ აქვს მოხდილი არავისთან – რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ საზოგადოება ვარდებით არ შეგხვდება.

ძალადობა სხვა რამეა, მე ვგმობ, მაგრამ ის, რომ პროტესტი გამოხატოს საზოგადოებამ ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, ეს მათი უფლებაა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის: დღეს, ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები საგარეჯოში მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდნენ, თუმცა, მოქალაქეების კონკრეტული ნაწილი, მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...