შაბათი, მაისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილი - თუ ოპოზიცია არ მომმართავს, რომ...

შალვა პაპუაშვილი – თუ ოპოზიცია არ მომმართავს, რომ რეგისტრაცია გაიაროს და არ მექნება დასტური უმრავლესობიდან დარბაზში 76 ადამიანის ყოფნაზე, დარბაზიც არ გაიხსნება და არც რეგისტრაციას ჩავატარებთ – დღეს სხდომა გახსნილი არ არის

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია არ გაიხსნა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, კვორუმი არ არის და პროცედურულად სხდომა ვერ გაიხსნება:

გათვალისწინებული არის განმეორებითი რეგისტრაცია ხოლმე, თუმცა ვინაიდან არის მკაფიო გადაწყვეტილება ოპოზიციის, რომ არ გაიაროს რეგისტრაცია და მეორე მხრივ, ფრაქციის ხელმძღვანელმაც თქვა, რომ ფიზიკურად უმრავლესობის ნაწილი 76 დეპუტატი ადგილზე არ არის, მათ შორის ნაწილი არის ფრანკოფონიის კონფერენციაზე, ამიტომ განმეორებით რეგისტრაციის ჩატარებასაც აზრი ეკარგება, გარდა იმ შემთხვევისა თუკი ოპოზიცია მომმართავს და მზადყოფნას გამოხატავს გაიაროს მომავალში რეგისტრაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დამატებით რეგისტრაციის გავლას აზრი დაკარგული აქვს: „რაც შეეხება სხვა დღეებს – ჩვენ ხვალაც უნდა შევკრებილიყავით, თუმცა თუკი პოზიცია არ შეიცვალა და ოპოზიცია არ მომმართავს, რომ მზად არის რეგისტრაცია გაიაროს და არ მექნება დასტური უმრავლესობიდან, დარბაზში 76 ადამიანის ყოფნაზე, დარბაზიც არ გაიხსნება და არც რეგისტრაციას ჩავატარებთ, ვინაიდან წინმსწრებად ცნობილი იქნება, რომ არ არის უმრავლესობა.

აქედან გამომდინარე მინდა ორ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. პრინციპში ამ თქვენი ქცევითაც დაადასტურეთ ორი რამ: ერთი, რომ როდესაც უმრავლესობა იყო დარბაზში და არ გადიოდა რეგისტრაციას ამ პროცედურის ლეგიტიმაცია თქვენ მოახდინეთ ახლა ხელახლა და მეორე, როდესაც აპრიორი ცნობილი არის, რომ დარბაზში არ იქნება 76 – კვორუმისთვის საკმარისი ადამიანი, ამ დროსაც აზრი არ აქვს რეგისტრაციის ჩატარებას, ორივე შემთხვევა გვქონდა ჩვენ წინაზე დაფიქსირებული, რასაც თქვენ აპროტესტებდით და ამბობდით, რომ რეგლამენტის დარღვევა და კონსტიტუციის დარღვევაა.

თქვენი დღევანდელი აქტითაც დაადასტურეთ, რომ ეს არის ნაწილი საპარლამენტო ცხოვრების. მეც გიდასტურებთ. დაველოდებით, რომ უმრავლესობაში იყოს საკმარისი ადამიანი, დასტური მქონდეს, რომ შევიკრიბოთ. წინასწარ, რა თქმა უნდა, გაცნობებთ ანონსის სახით მას შემდეგ რაც იქნება დასტური რომელ დღეს რომელ კვირას, რომელ თვეს იქნება უმრავლესობა და გაიმართება სხდომა. დღეს სხდომა გახსნილი არ არის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რამე ქართული მაინც გაგაჩნდეთ ფარჩაკებო, ბოლომდე გახაზული აგენტები ხართ‼️” – დიტო სამხარაძე ოპოზიციაზე

პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი...

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

“ყოველდღეც რომ დაგვჭირდეს უნდა ვიდგეთ ქუჩაში, ყირაზეც დავდგეთ, შეუძლებელი შევძლოთ და საკუთარ თავებს ვაჯობოთ,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს...

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი კაცი დაიღალა კასრში ძვირადღირებული კაციჭამია ვირთხების მოშენებით და იაფფასიანი ინკუბატორის...

"ქართული ოცნების" ახალ სპიკერებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...