spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვიზუალურად არის მართლა ძალიან მძიმე საყურებელი... ყველაზე მძიმე...

“ვიზუალურად არის მართლა ძალიან მძიმე საყურებელი… ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც მყოფი, ის ფიქრობს ისევ ამ ქვეყანაზე და სახელმწიფოებრიობის გადარჩენაზე” – მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების შეფასებები

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესის პარალელურად, ჟურნალისტებთან ემოციური კომენტარები გააკეთეს მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა და დედამ, გიული ალასანიამ:

,,ვიზუალურად არის მართლა ძალიან მძიმე საყურებელი. როდემდე უნდა გრძელდებოდეს მთავრობის ესეთი მიდგომა, რომ ასეთ მდგომარეობაში ამყოფებდნენ ადამიანს. ძალიან ემოციურად იმოქმედა ჩემზე.

იმედს ვიქონიებ-მეთქი, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ როდემდე უნდა უყუროს მთავრობამ, როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ მიშა სააკაშვილი თურმე სიმულანტობს?!“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

 

,,ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც მყოფი, ის ფიქრობს ისევ ამ ქვეყანაზე და სახელმწიფოებრიობის გადარჩენაზე. აი, ეს უნდა ყველაზე მეტად. დანარჩენი – ოჯახის წევრები, ეს ყველაფერი ძალიან უკანა პლანზე აქვს, წარმოიდგინეთ! მისთვის მთავარი არის, რომ ეს სახელმწიფო როგორმე გადარჩეს.

ხანდახან მიკვირს. იმიტომ, რომ მე როცა ვუზივარ გვერდით, ხანდახან 2 სიტყვას ვერ გეტყვის და აქ ამდენი ილაპარაკა, მე გაკვირვებული დავრჩი. მე უფრო მაინტერესებდა, როგორ გაუძლებს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“ვიღაც “შესტიორკა” კობახიძე აქედან ასწავლის უკრაინის გმირ პრეზიდენტს, რომ თურმე მე უკრაინას “ბევრი დავუშავე”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...