spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე კობახიძეს - "იმ მთავრობის პირობებში გიორგი...

პაატა მანჯგალაძე კობახიძეს – “იმ მთავრობის პირობებში გიორგი ვაშაძე აკეთებდა ძალიან კარგ საქმეს საქართველოსთვის, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან, უფრო მაღალი პოზიციიდან კიდევ უფრო მეტს გააკეთებს”

დიახ, იმ მთავრობის პირობებში გიორგი ვაშაძე აკეთებდა ძალიან კარგ საქმეს საქართველოსთვის მინისტრის მოადგილის პოზიციიდან, უფრო მაღალი პოზიციიდან კიდევ უფრო მეტს გააკეთებს“, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, გიორგი ვაშაძისა და მაშინდელი რეჟიმის სხვა წარმომადგენლების გამო ცესკო-ში ხელოვნური კრიზისი არ უნდა შეიქმნას.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის სხვა წარმომადგენლები შეკითხვებს გაურბიან. მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე წინა ხელისუფლების პირობებში იყო არაერთი რეფორმის ავტორი, რომლის წარმატებასაც აშშ და მთელი დასავლური სამყარო აღნიშნავდა:

სამწუხაროა რომ ირაკლი კობახიძე საბოლოოდ ჩამოყალობდა რუს პროპაგანდისტად. მაშინ როცა ჩვენ შეკითხვებს გაურბიან პრემიერ-მინისტრი და უმრავლესობის ლიდერები, პასუხების ნაცვლად საუბრობენ რომ თურმე მთავარი პრობლემა ყოფილა ის, რომ გიორგი ვაშაძე მუშაობდა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ რა დროსაც ის კურირებდა იუსტიციის სახლის რეფორმას ბევრ კარგ, პროფესიონალ ადამიანთან ერთად, რომელზეც საუბრობდა როგორც ამერიკის იმ დროინდელი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, ასევე ამ რეფორმაზე საუბრობდნენ ინგლისის პარლამენტში, როგორც სამაგალითოსა და წარმატებულზე.

დიახ, იმ მთავრობის პირობებში გიორგი ვაშაძე აკეთებდა ძალიან კარგ საქმეს საქართველოსთვის მინისტრის მოადგილის პოზიციიდან. უფრო მაღალი პოზიციიდან კიდევ უფრო მეტს გააკეთებს.

მივმართავ კობახიძეს, არ გრცხვენია? ამის გამო არ გვიღებენ ევროპაში? ამის გამო შიმშილობენ ბავშვები? ამის გამო არ არის სამუშაო ადგილები? ამის გამო გარბიან ქვეყნიდან ? ამის გამოა შემცირებული შობადობა? ამის გამო ძარცვავთ ისედაც ღარიბ ქავეყანას?

ამ კითხვებს უნდა უპასუხოთ, თორემ ხალხმა ისედაც კარგად იცის, ვის რა გაუკეთებია და ვინ რისი გამკეთებელია.

ქოცობა სირცხვილია!
ქოცობა დანაშაულია!“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“რეჟიმის ცვლილებას სჭირდება თავისუფალი არჩევნები, სადაც დემოკრატიული პარტიები მივიღებთ მანდატს მოქალაქეებისგან” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ხელისუფლების ცვლილების მთავარი წინაპირობები დაასახელა, პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა,...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...