კვირა, ივნისი 8, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"ძალადობა იქცა პოლიტიკის კეთების ერთ-ერთ ინსტრუმენტად" - გია...

“ძალადობა იქცა პოლიტიკის კეთების ერთ-ერთ ინსტრუმენტად” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების აღმოსაფხვრელად საჭიროა პოლარიზაციის გრადუსის დაწევა:

,,ფაქტია, რომ პოლიტიკური გრადუსი არის ძალიან მაღალი, რაც სამწუხაროდ, იწვევს როგორც ორგანიზებულ, ასევე საყოფაცხოვრებო აგრესიას.

რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ? – პოლარიზაციის გრადუსი უნდა დაწიოს. აგრესიული მონოლოგი უნდა გადავიდეს კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. მეტი ფორმულა აქ არ არსებობს.

გარდა ამისა, ძალადობა იქცა პოლიტიკის კეთების ერთ-ერთ ინსტრუმენტად. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ძალადობის დიდი ნაწილი არის პოლიტიკის ნაწილი, ანუ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული.

ასე, რომ პირველ რიგში, უნდა იყოს პოლიტიკური ნება, ძალადობის მიუღებლობა, შესაბამისად, რიტორიკა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

“ვიტყვი, რატომ მომაგონდა ნაპრეზიდენტალი ზურაბიშვილის “ფრთიანი“ ფრაზა, მისი არაცნობიერიდან წამოსული” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, კონსტანტინე გამსახურდიას  რომან “დიდოსტატის...

“არჩევანი ცხადია ყოველთვის არის, ღირსეული არჩევანი კი ერთია” – გიორგი ბარამიძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობასთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობას პოლიტიკური შეფასებებით,...

“ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით,...

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი "პსჟ"-ს საფეხბურთო გუნდთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...