შაბათი, მაისი 4, 2024

“სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამები წარმატებით მიმდინარეობს” – სამინისტროს ინფორმაცია

სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამები წარმატებით მიმდინარეობს – აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო:

🔸 2022 წლის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობაში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6,2 მლრდ ლარი შეადგინა, აქედან სახელმწიფო თანადაფინანსება 1,6 მლრდ ლარია.

🔸 სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, წლიდან წლამდე იზრდება ხეხილის ბაღების ფართობები; პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 20 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენებული თანამედროვე ბაღებიდან მივიღეთ 40 ათასი ტონაზე მეტი მოსავალი, რომლის ღირებულება 85 მლნ ლარს აღემატება.

  • გასულ წელს, დამატებით, 4 ათას ჰექტრამდე თანამედროვე მრავალწლიანი ბაღი გაშენდა;
  • პროგრამის ფარგლებში, დასაქმებულია 10 000-მდე მუდმივი და 45 000-მდე დროებით დაქირავებული სამუშაო ძალა.

🔸 შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, დღემდე დაფინანსებულია 218 პროექტი.

🔸 საწარმოების სრულად ამოქმედების შედეგად, ყოველწლიურად შეიქმნება 250 მლნ ლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია; შემნახველი ინფრასტრუქტურის ტევადობა 130 000 ტონას მიაღწევს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული