სამშაბათი, ივლისი 8, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოასაქართველოს რკინიგზამ 2022 წელი რეკორდული 396.7 მილიონი ლარის...

საქართველოს რკინიგზამ 2022 წელი რეკორდული 396.7 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა

საქართველოს რკინიგზამ 2022 წელი რეკორდული 396.7 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა.

კომპანიის საოპერაციო შემოსავლები 23%-ით გაიზარდა და 674.8 მილიონი ლარი შეადგინა. პოზიტიური მაჩვენებლები გადაზიდვების რეკორდულმა ზრდამ და სამგზავრო გადაყვანების მნიშვნელოვანმა მატებამ განაპირობა.

2022 წელს, სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 388.4 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, ლოგისტიკური მომსახურებიდან შემოსავლების 77%-იანი ზრდა, რომელმაც 123.1 მილიონი ლარის შემოსავალი მოუტანა კომპანიას.

2022 წელს სამგზავრო გადაყვანებიდან მიღებული შემოსავალი, 2021 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 27.4 მილიონი ლარი შეადგინა.

წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 178.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებული იყო 2021 წლის ევრო ობლიგაციების რეფინანსირების შედეგად შემცირებული საპროცენტო ხარჯითა და ლარის გამყარებით დოლართან მიმართებაში.

საქართველოს რკინიგზა ლიკვიდურობის მაჩვენებლების გაუმჯობესებასაც განაგრძობს. ორგანიზაციის ბალანსზე 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არსებული ფულადი სახსრები 274.6 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს – 62.4 მილიონი ლარით აღემატება.

2022 წლის აუდირებულ ანგარიშგებებთან ერთად, საქართველოს რკინიგზამ 2023 წლის პირველი კვარტლის შედეგებიც გამოაქვეყნა. 2023 წლის პირველი სამი თვის წმინდა მოგებამ 82.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის წმინდა მოგებას 3.5-ჯერ აღემატება.

ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...