პარასკევი, მაისი 16, 2025
19.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა"ბოლო დროს გახშირდა კიბერთაღლითობის შემთხვევები ახალი სქემით" -...

“ბოლო დროს გახშირდა კიბერთაღლითობის შემთხვევები ახალი სქემით” – გიორგი კეპულაძის განმარტება/რეკომენდაციები

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე კიბერთაღლითობასთან დაკავშირებით საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს:

ბოლო დროს გახშირდა კიბერთაღლითობის შემთხვევები ახალი სქემით: მომხმარებლებს სხვადასხვა ბანკის სახელით ეგზავნებათ სმს შეტყობინება ან წერილი ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც მოტყუებით სთავაზობს მათ თითქოსდა სხვადასხვა გათამაშებაში ჩართვას.

მომხმარებელი გადადის ყალბ ბმულზე, შეჰყავს პირადი ინფორმაცია და ეხვევა მახეში, რადგან ბარათის მონაცემების გაზიარებისას კიბერთაღლითი მონაცემებს იპარავს. ამის შემდეგ ის მოპარული ბარათის მონაცემებს ამატებს Apple/Google Pay wallet-ში, რა დროსაც მომხმარებელს ეგზავნება სმს კოდი ოპერაციის დადასტურებისთვის. სამწუხაროდ მომხმარებელი ამ კოდსაც აზიარებს. კიბერდამნაშავე კი ვოლეტში დამატებული ბარათით ახორციელებს გადახდებს პოს ტერმინალზე ან ელექტრონულ კომერციაში, ვებგვერდზე გადახდით. რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დროს:

  • არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულზე;
  • დააკვირდით ბმულს! როგორც წესი, ოფიციალური აპლიკაციის/ვებგვერდის სიმბოლოებში განსხვავებაა;
  • თავად აკრიფეთ მისამართი და დააკვირდით ბოქლომს (უნდა იყოს დახურულ მდგომარეობაში)
    არასდროს გაუზიაროთ არავის პირადი საბანკო მონაცემები და ერთჯერადი კოდი.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...