ორშაბათი, ივლისი 7, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს" -...

“წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, „მაკდონალდსიდან“ ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონამდე პირველი ივლისის შემდეგ შესაძლებელი იქნება ავტომანქანების გადაადგილება:

წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ქუჩის ერთი მხარე, რომელიც დაკეტილი იყო და მიმდინარეობდა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები, აგვისტოს ბოლოს მთლიანად დასრულებული იქნება. სამუშაოების 80 პროცენტი უკვე შესრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს კორპუსების დაერთებები ახალ ქსელზე. “მაკდონალდსიდან” სტადიონამდე ქვედა ფენებში დაგებულია ასფალტი. დიდუბის ხიდამდე აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს და აგვისტოში ესეც დასრულებული იქნება. რაც შეეხება „მაკდონალდსიდან“ სტადიონამდე მონაკვეთს, პირველი ივლისის შემდეგ გაიხსნება და შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება. თამაშამდე არ გვინდა მოძრაობის გადალაგება, რადგან ამან შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს მძღოლებში. საფეხბურთო მატჩის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ მონაკვეთის გამოყენება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები კარგი ტემპით მიმდინარეობს.

პროექტის პირველ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს სტადიონიდან შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმართულებით გზის მარცხენა მხარეს.

ამ დროისთვის, ჩაკეტილ მონაკვეთში თითქმის დასრულებულია გაზის, წყალმომარაგების, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყება. პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება გზის მეორე მხარეს.

პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება საჰაერო სადენები, ასევე მოეწყობა მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. რაც შეეხება მიწისზედა სამუშაოებს, მოეწყობა ტროტუარები, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, დამონტაჟდება LED ლამპიონები; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მიზნით, მოეწყობა კუნძულები და ზებრა გადასასვლელები, გზის სავალ ნაწილზე გამოიყოფა ავტობუსის ზოლი; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

პროექტის ფარგლებში პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს.

პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 32 600 000 ლარს შეადგენს

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია24-26 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: 🌦 27...