სამშაბათი, ივლისი 1, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება ბოლო თვეებში/წლებში?" - იაგო...

“როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება ბოლო თვეებში/წლებში?” – იაგო კაჭკაჭიშვილი

რუსეთში შექმნილი რეალობის გათვალიისწინებით საქართველოს ხელისუფლებათან დაკავშირებით კონკრეტული შეფასებები პუნქტობრივად ჩამოაყალიბა იაგო კაჭკაჭიშვილმა, სოციოლოგიის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე:

როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება ბოლო თვეებში/წლებში?

ა) „აგენტებად“ მოიხსენიებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ყველას, ვინც მის ბანაკში არ არის (იმის მიუხედავად, რომ ის ავადსახსენებელი კანონი ჩაუვარდა);

ბ) ახდენს დასავლეთის დემონიზებას, წარმოაჩენს ევროპას და ამერიკას საქართველოს უსაფრთხოების, მისი თვითმყოფადობის მტრად;

გ) აბუჩად იგდებს ევროკავშირის სტრუქტურებს და მათ წარმომადგენლებს;

დ) ახდენს პოლიტიკური ოპოზიციის და თავისუფალი მედიის მარგინალიზებას;

ე) აქცევს სასამართლოს საკუთარი ძალაუფლების ინსტრუმენტად;

ვ) რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინაზე გადააქვს პასუხისმგებლობის ტვირთი და უკრაინის გმირი ხელისუფლება, უბრალოდ, ეზიზღება… და ა.შ.

ზემოაღნიშნული სხვა არაფერია, თუ არა რუსული ავტორიტარული მართვის კლონირების დაუოკებელი მცდელობა საქართველოში. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ამ გზაზე ქართულმა ოცნებამ არაერთ წარმატებას მიაღწია.

ის, რაც ახლა რუსეთში ხდება, რუსული ავტორიტარული მოდელის ერთგვარი ხარაკირია. პრიგოჟინი პუტინზე უკეთესი არაფრით არ არის, მაგრამ ის შეიძლება აღმოჩნდეს ის ვირუსი, რომელიც რუსული ტოტალიტარიზმის იმუნურ სისტემას დაანგრევს და თავადაც საფლავში ჩაჰყვება.

ჩვენთვის სარგებელი კი ისაა, რომ ამით ხელი შეეწყობა რუსული მართვის კლონირების მცდელობების დასრულებას საქართველოში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე იაგო კაჭკაჭიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...