ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა აუცილებელი, რადგანაც მიაჩნია, რომ ასე მოხდება კანდიდატის სტატუის მიღებასთან დაახლოება:
“ყველაფერი რაც აიძულებს რეჟიმს გააკეათოს ის, რაც მას არ უნდა, მისასალმებელია. ასე რომ კიდევ ერთხელ ვულოცავ ნიკა გვარამიას სამეცნიერო მივლინების დასრულებას და ვუქებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაგვიანებულ საქციელს.
აქვე, სანამ არ განთავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი, მანამდე არავის, ვინც სახელისუფლო ჰორიზონტსა თუ ვერტიკალზეა, მადლობა არ ეკუთვნის, უფრო პირიქით.
ასევე, ნიკა გვარამიას შემდეგ სააკაშვილის განთვისუფლება, მართლაც შექმნის რეალურ წინაპირობას კანდიდატის სტატუსის მისააღებად, რაც პირიქით ქოცობის წალეკვის დამხმარე და განმსაზღვრელ გარემოებად იქცევა. ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, ქოცები ბოლომდე გადაჯეჯილდებიან – შიშების საპირისპიროდ.
ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ უნაყოფოდ ვიკამათოთ უნდა მოგვცენ თუ არა კანდიდატის სტატუსი, არამედ იმისთვის, რომ სააკაშვილის განთავისუფლება უნდა იყოს ყველას მთავარი ფოკუსი, რაც ყველაზე მეტად აახლოვებს კანდიდატის სტატუის მიღებას. ასეა ეს სინამდვილეში,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიგი უგულავა.