რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ იქ მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას ეხმაურება საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ საქართველოსთან მიმართებაშიც რეალურია საფრთხე და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს:
“მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.
საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან.
მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი გახარია.