შაბათი, აპრილი 19, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 24-26 ივნისის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 24-26 ივნისის პერიოდისთვის

23 ივნისის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 24 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნულ ვალუტას არასტაბილური პერიოდი ჰქონდა, გაუფასურება-გამყარების ცვალობადობით, ბოლო კვირაში კი გამოიკვეთა ლარის გაუფასურების ტენდენციები, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც დაფიქსირდა. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

20 ივნისი – 2.6057;
21 ივნისი – 2.6164;
22 ივნისი – 2.6208;
23 ივნისი – 2.6260.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0024 ლარით და 1 აშშ დოლარი 24 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6284 ლარი.

ივნისის დასაწისიდან კი ეროვნულ ვალუტის გაუფასურება დაიწყო ევროსთან მიმართებაში, რაც ბოლო კვირაშიც გაგრძელდა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

20 ივნისი – 2.8446;
21 ივნისი – 2.8602;
22 ივნისი – 2.8622;
23 ივნისი – 2.8891.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უკვე გამყარდა, თან მნიშვნელოვნად, 0.0331 ლარით და 24 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8560 ლარი.

ამავე პერიოდში სხვადასხვა სიტუაცია იყო დანარჩენ ვალუტებთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3436 ლარი (გამყარდა 0.0116 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1028 ლარი (გამყარდა 0.0087 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7117 (გაუფასურდა 0.0007 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5486 ლარი (გაუფასურდა 0.0039 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.8032 ლარი (გაუფასურდა 0.0098 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9240 ლარი (გამყარდა 0.0150 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6610 ლარი (გაუფასურდა 0.0033 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.2040 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.2548 ლარი (გაუფასურდა 0.0127 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8350 ლარი (გაუფასურდა 0.0131 ლარით)

ივნისიდან ლარის კურსის გამყარების ტენდენცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაში, რაც მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა ბოლო კვირაში, თუმცა გაუფასურების ნიშნებით. კერძოდ წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

20 ივნისი – 3.1006;
21 ივნისი – 3.1076;
22 ივნისი – 3.1132;
23 ივნისი – 3.1393.

ეროვნული ვალუტა ბოლოსწინა ვაჭრობაზე საგრძნობი გაუფასურების შემდეგ, ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0147 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 24 ივნისიდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1246 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...