ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი...

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი არ მოექცეს “ქართული ოცნების” ტოტალური გავლენის ქვეშ და არ მოხდეს ფინანსური სექტორის სანქცირება” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ვაშაძის თქმით, მთავარ განსახილველ საკითხს საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული მძიმე ვითარება წარმოადგენდა. მისივე განცხადებით, სავალუტო ფონდი აქტიურად აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ეროვნული ბანკის კონტროლისთვის, რაც ფინანსურ სექტორს საერთაშორისო სანქციების რისკის ქვეშ აყენებს:

ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც რუსული სანქციების გვერდის ავლის მექანზმს არ ტოვებდა აქამდე, ეს არის ეროვნული ბანკი, რომელზეც ტოტალური შეტევა დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი არ მოექცეს „ქართული ოცნების“ ტოტალური გავლენის ქვეშ და არ მოხდეს ფინანსური სექტორის სანქცირება. თუ ეს მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ყველა, ტოტალურად გავღარიბდებით, მოხდება ეკონომიკაში „დეფოლთი“.

სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ „ქართული ოცნების“ მავნებლობები, ფულის კეთება რომ უნდათ რუსეთიდან, ავირიდოთ თავიდან, რომ ჩვენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს ზიანი არ მოგვაყენოს ამ საკითხებმა. ძალიან დეტალურად აკვირდება ამას სავალუტო ფონდი და განცხადებებშიც გამოჩნდა ეს ყველაფერი.

მთავარია ჩვენ ვიყოთ ფხიზლად, ივანიშვილის, კობახიძისა და ღარიბაშვილის გამდიდრება გააღარიბებს ჩვენს მოქალაქეებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი იყოს სტაბილური, რომ ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები, მთლად არ გაკოტრდნენ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა....

“შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ” – სტრატეგია აღმაშენებელი

"სტრატეგია აღმაშენებელი" ეხმიანება პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებას...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...