ორშაბათი, ივლისი 14, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა პირველ რიგში გავიგო თქვენი აზრები, თქვენი მოთხოვნები...

“მინდა პირველ რიგში გავიგო თქვენი აზრები, თქვენი მოთხოვნები და ამის შემდეგ გაგაცნობთ სამოქმედო ნაბიჯების ჩემეულ ხედვას” – მიხეილ სააკაშვილი

სოციალურ ქსელში საქართველოს მოსახლეობისა და ფეისბუქის მომხმარებლების მიმართ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა/გზავნილები ვრცელდება:

“ოცნება” არის დაშინების და სიძულვილის რუსული პარტია, ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს მტრის სიძულვილმა და ამავე დროს საქართველოს და ქართველების სიყვარულმა.

მე აღმოვჩნდი იქ სადაც ვარ საქართველოს მონატრების გამო, მაგრამ არცერთი წუთით არ გამნელებია და არ მინანია საქართველოს სიყვარული.

გაიხსენეთ ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეს პრეზიდენტის სასახლეზე ავაწევინე გულებიანი საქართველოს დროშა და ამან მაშინვე გამოიწვია “ოცნების პროტესტი”.

გავიდა 10 წელი და ეს სიყვარული მხოლოდ გამიძლიერდა.

მე მინდა პირველ რიგში გავიგო თქვენი აზრები, თქვენი მოთხოვნები და ამის შემდეგ გაგაცნობთ სამოქმედო ნაბიჯების ჩემეულ ხედვას.

ამიტომ დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს და როგორც არ უნდა დამაიზოლირონ თქვენგან პუტინისტებმა, მაინც გავიგებ თქვენ ხმას და მოგაწვდით ჩემს ხმას.

დიდება უკრაინას და გაუმარჯოს საქართველოს!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი მიმართავს ფეისბუქის აუდიტორიას და მისთვის კონკრეტული შეკითხვების გაგზავნას სთავაზობს:

მინდა მივმართო ჩემს FB აუდიტორიას და არა მხოლოდ მათ: გთავაზობთ პარასკევს დილის 12 საათამდე გამომიგზავნოთ თქვენი შეკითხვები ყველა საჭირბოროტო თემაზე, რომელიც გაინტერესებთ და დაგიგროვდათ.

მე ორშაბათამდე გაგცემთ პასუხს. პასუხები სამშაბათს დილით დაიდება ჩემს გვერდზე.

ჩემი თხოვნაა ჯანმრთელობაზე ნუ შემეკითხებით, ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ვუშველოთ ჩვენს ღრმა დეპრესიაში მყოფ ქვეყანას“, – აღნიშნავს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...