სამშაბათი, ივლისი 8, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ბიძინა ივანიშვილის პირად ბოღმებს უკავშირდება ნიკა გვარამიას პატიმრობა"...

“ბიძინა ივანიშვილის პირად ბოღმებს უკავშირდება ნიკა გვარამიას პატიმრობა” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მწვავე შეფასებას აკეთებს ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით:

,,ბიძინა ივანიშვილის პირად ბოღმებს უკავშირდება ნიკა გვარამიას პატიმრობა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავინ არ გაუსამართლებიათ იმის გამო, რომ თურმე მეუღლეს კომპანიის ან მისი ავტომობილი ათხოვა.

ეს არის ცინიზმის მწვერვალი. ცხადია, არანაირი გადაწყვეტილება არც პირველ ინსტაციაში, არც სააპელაციოში და არც უზენაესში სასამართლოს არ მიუღია.

ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომლის პირადი ტყვეც გახლავთ ნიკა გვარამია.

ის არის პატიმრობაში იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს, გვარამიას თავისუფლებაზე ყოფნის პირობებში, უამრავი პრობლემა ჰქონდა. ცხადია, ესეთ ადამიანებს ასეთი ფორმით იშორებს რუსი ოლიგარქი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების საკასაციო საჩივრები, შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩება.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...