ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბიზნესს 100 ობიექტს შევთავაზებთ საპრივატიზაციოდ, რაც თავისი მასშტაბით...

ბიზნესს 100 ობიექტს შევთავაზებთ საპრივატიზაციოდ, რაც თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ 29 ნოემბერს პრეზენტაციას გამართავს. მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 საპრივატიზებო ობიექტი გამოვა აუქციონებზე.

ამ რაოდენობის პარალელური აუქციონი საქართველოში არასოდეს გამართულა. ჯამში, საუბარია 150 მლნ ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების მქონე ქონების შეთავაზებაზე. ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, ძალიან მარტივად მიიღოს სრული ინფორმაცია საპრივატიზებო ქონებაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდება და ჩაერთოს ასეთი მასშტაბური პრივატიზების პროცესში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, ბიზნესისთვის არჩევანის გაკეთების გამარტივების მიზნით, სააგენტოს ვებგვერდზე თითოეული საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსდება ერთგვარი დოსიე, აგრეთვე რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ბიზნეს აქტივობის განხორციელება იქნება მიზანშეწონილი.

აღნიშნული შეთავაზებები მორგებული იქნება იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გენერალურ გეგმებს, სადაც აღნიშნული საპრივატიზებო ქონება მდებარეობს. ასევე წინასწარ იქნება მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. ერთადერთი, ბიზნესმა არჩევანი უნდა გააკეთოს საპრივატიზებო ობიექტებს შორის და მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონებში, რომლებიც უახლოეს თვეებში რეგულარულად გაიმართება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო შეთავაზება, ძალიან ფართო არჩევანი ბიზნესისთვის, სად და როგორ შეიძლება დააბანდონ ინვესტიცია და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს დამატებით ინვესტიციების მოზიდვას და სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

2019 წლის ნოემბრის ბოლოდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონების პროაქტიულ გაყიდვებს იწყებს, რომლის მიზნებსაც ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამისთვის სააგენტო ბიზნესს 100 საინვესტიციო შეთავაზებას წარუდგენს, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, რადგან დაგეგმილია 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის პირადმა პრეზიდენტმა შორიახლოდან გაუღიმა ტრამპს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, ირონიული მინიშნებით,...

“ენმ-ს აკრძალვა გადაიდო, ამიტომ დაიწყეს ისევ შიგნიდან რღვევა‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პოლიტიკურ ველზე შექმნილ...

“მოღალატეთა, კრიმინალური რეჟიმი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება” – გიორგი ბარამიძე

“მოღალატეთა, კრიმინალური რეჟიმი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, არ აღიარებს...

“ყურადღება გადაგვატანინეს სხვა რამეზე, პროტესტს დავუბრუნდეთ” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დიპლომატი, მეცნიერი გია ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...