ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მზად ვარ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, რა ფორმითაც ითხოვენ...

“მზად ვარ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, რა ფორმითაც ითხოვენ აქციის მონაწილეები, იმ ფორმით ბოლომდე დავუდგე გვერდით” – გიორგი ვაშაძე მაღაროელების პროტესტზე

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ეხმაურება ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს:

ის, რაც დღეს ჭიათურაში ხდება, არის უდიდესი უსამართლობა და ხელისუფლების უდიდესი სირცხვილი.

მაღაროელები მეთოთხმეტე დღეა პროტესტის უკიდურესი ფორმებით, სრულიად სამართლიანად, ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს, რასაც ნამდვილად იმსახურებენ და სირცხვილია ხელისუფლების ის დამოკიდებულება, როგორც ექცევა ამ ხალხს.

ყველამ კარგად ვიცით, წლებია ჭიათურიდან მილიარდობით დოლარის მანგანუმი გადის ექსპორტზე და ამ დროს ჭიათურას და მაღაროელებს რა სარგებელი? – საერთოდ არაფერი!

ხუთი წელია “ქართული ოცნების” დანიშნული ადამიანი მართავს კომპანიას, წლებია მაღაროელებს უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად და ხელისუფლება ნაცვლად მათი დახმარებისა და ღირსეული შრომითი პირობების შექმნისა, აუარესებს მათ ყოფას, უმატებს სამუშაო საათებს და ურცხვად აგრძელებს ამ ადამიანების ოჯახების ძარცვას.

სწორედ ამიტომ, ნება იბოძოს ხელისუფლებამ, შეხვდნენ ამ ადამიანებს და დაუყოვნებლივ დააკმაყოფილონ მათი ყველა მოთხოვნა!

მე, ჩემი მხრიდან, მზად ვარ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, რა ფორმითაც ითხოვენ აქციის მონაწილეები, იმ ფორმით ბოლომდე დავუდგე გვერდით მათ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...