სამშაბათი, ივლისი 8, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმას, რასაც აზიანებს “ქართული ოცნება”, ჩვენი ვალია ამის...

“იმას, რასაც აზიანებს “ქართული ოცნება”, ჩვენი ვალია ამის მინიმიზაცია მოვახდინოთ და ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ” – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავჯდომარე გიორგი ვაშაძე და პარტიის საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავენ. სერგო ჩიხლაძის თქმით, შეხვედრები გაიმართება თითქმის ყველა მნიშვნელოვან ინსტიტუტში, მათ შორის, სენატსა და კონგრესში. ორმხრივი შეხვედრების მთავარი მიზანი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება და აშშ-ში საქართველოს გამოწვევების აქტუალიზაციაა:

„სტრატეგია აღმაშენებელს“ შეხვედრები ექნება სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ყველა მნიშვნელოვან სააგენტოში, როგორიც არის „ამერიკის განვითრების სააგენტო“. ასევე „IRI“, „NDI“ და ექსპერტულ წრეებთან. შეხვედრების მთავარი თემა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი, სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება იქნება.

იმას, რასაც აზიანებს “ქართული ოცნება”, ჩვენი ვალია ამის მინიმიზაცია მოვახდინოთ და ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და აქტუალიზაცია მოვახდინოთ საქართველოს საკითხების, როგორიცაა: „NATO“-ში გაწევრიანება, ორმხრივი ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობა, მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის და რაც მთვარია, უსაფრთხოების გარანტიები,“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...