თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სტუდენტების პროტესტს ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
“ასი წლის წინ რომ მებრძოლი უღმერთოები იყვნენ, იმათი შვილთაშვილები არიან დღევანდელი უღმერთოები?!
მე მგონია, რომ ისინი უძიროდ გადაშენდნენ და, აბა, ესენი საიდან მოშენდნენ?!
ზუსტად ასე იქცეოდნენ იდეოლოგიით მოწამლული ახალგაზრდები, უნივერსიტეტში (მაშინ ერთადერთი იყო!), აუდიტორიებში რომ უვარდებოდნენ პროფესორებს!
ვინა ხართ, ბიჭო, სად გაიზარდეთ?!🤔” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.